უცხოური მედიის ინფორმაციით, ერაყის სამთავრობო არმიამ ქალაქ მოსულზე სრული კონტროლი დაამყარა. ქალაქში, დანგრევას გადარჩენილ შენობებზე ერაყის სახელმწიფო დროშებია აღმართული.
შეგახსენებთ, რომ მოსულისთვის ბრძოლა 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც „ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა უძველეს ქალაქში გარკვეული პოზიციები დაიკავეს.
ისლამისტი მებრძოლებისგან მოსულის გათავისუფლების შემდეგ ქალაქში ერაყის პრემიერ მინისტრი ჰაიდერ ალ აბადი ჩავიდა, რომელმაც სამხედროებს გამარჯვება პირადად მიულოცა.