logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: მე ქრისტეს გზას ვირჩევ, შენ?
- +

9 ივლისი. 2017. 18:59



მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


ქართველთა მარში" არის გადამწყვეტი ბრძოლა ეროვნულებსა და ლიბერასტებს, მამულიშვილებსა და მოღალატეებს შორის. თუ გაიმარჯვა ქართველთა მარშმა", მაშინ ჩვენი სამშობლო ეროვნული-ქართული განვითარების გზით წავა, თუ დამარცხდა ქართული მარში", მაშინ ქვეყანაში გარყვნილება, ღალატი, ჰომოსექსუალიზმი, ეკლესიის და რწმენის წინააღმდეგ ბრძოლა გაშლის ფრთებს. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ ქართველთმოძულე-ლიბერასტები, სააკაშვილის ნაცები, სოროსის არასამთავრობოები, სექტანტები და ყველა ჯურის ავაზაკი შეიკრა ქართველთა მარშის" წინააღმდეგ. მათ ხელშია დიდი ფული, ტელევიზიები, მოსყიდული პოლიტიკოსები, ხოლო ჩვენს მხარეს არის რწმენა, რწმენა უფლის გზისა და რწმენა ქართველობისა.14 ივლისი არის დღე, როდესაც ქართველი ერი კიდევ ერთხელ დადგება არჩევანის წინაშე, გაყვეს ქრისტეს გზას თუ იაროს ბარაბას გზით. მე ქრისტეს გზას ვირჩევ და 14 ივლისს, 20:00 საათზე აღმაშენებლის გამზირზე მივდივარ - შენ?", - წერს სანდრო ბრეგაძე.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner