logo_geo
eng_logo
„როგორია ქალაქს აარჩევნო „კაცი“, რომელიც ამდენი წელი სააკაშვილის ყოველდღიურ ავადმყოფობებს ახმოვანებდა“
- +

9 ივლისი. 2017. 19:07



აფხაზეთის ომის ვეტერანი მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:


რა დიდი ვაჟკაცობა უნდა კალაძის მხარდაჭერას, მისი მხარდაჭერა დაახლოებით ისეა, რაგბში ზელანდიას გამარჯვება გამოიცნო ან კალათბურთში აშშ - ნაკრების. აბა, თუ კაი ვაჟკაცები ხართ, ზალიკოს ან ალეკოს უგულშემატკივრეთ, არა ხო? არავის არ უნდა სინქრონული ცურვის სომხეთის მამაკაცთა ნაკრების ჩემპიონობაზე ფსონის დადება, არა და რამხელა კუში" იქნება მათ წყლიდან ამოშვერილ ბანჯგვლიან ფეხებს სლავი თუ სკანდინავიელი ქალბატონების ქათქათა თეთრი ფეხების საპირწონედ, ანდა შავი აისბერგივით წყლის ზედაპირზე მოლივლივე შპილკა" დამაგრებულ მათ ბარაქიან ცხვირებს იმ უჯიშოების კნოპკა კურნოსა ცხვირების წინააღმდეგ!


მოკლედ, იპოლიტე ხვიჩიას ფეოლასავით მე ზუსტად ის სუსტი ბავშვები მაინტერესებს, ფეხბურთის თამაში რომ არ იციან! როგორია ქალაქს აარჩევნო კაცი", რომელიც ამდენი წელი სააკაშვილის ყოველდღიურ ავადმყოფობებს ახმოვანებდა 9 საათზე და სინანულის გრძნობაც კი არ გასჩენია, დღემდე იმეორებს მე სააკაშვილის აზრებს პატივს ვცემო... არ დაგიმავალთ და იმ ქარიზმატულისგან ერთადერთი ჰაზრიღა" ჩამჩა მეხსიერებაში, ყველანი ციხეში! ჰოდა ეს სააკაშვილის სულფლიორიც პატივს სცემს დიდი ბელადის აზრებს და თუ გინდათ... თან თავის კონკურენ ავლეკო შავლეკოს იმით მაინც ჯობია, რა ნაგავიცაა არ მალავს და პირდაპირ ამბობს, მე ნაციონალი" ვარო! თან იმ ფრთის წარმომადგენელი კასტილიანი პოლიტპატიმრად რომ მიაჩნიათ და მეგი ქარდავა ექვთიმე თაყაიშვილად. ხო, შავლეკო ვახსენე, აი შავლეკო ელისოსშვილი იმით ჯობია ზავლიკოს, რომ კითხო ნაციონალი" არაა, ვერ იტანს მათ, ებძოდა მათ და ამას ისე ოსტატურად აკეთებს 1% -1,5% ხმებს უეჭველი მოიპოვებს თავის არნაცობაში, ვიღას ეხსომება კავკასიაზე ჩხუბის ამტეხავი 8 კაცის მიშას ჯურღმულებში გამშვები ის ალეკო, ეს სულ ახალი სახის ალეკოა, თან ბიძინა ჩაანაცვლა... ხო, არ მოგესმათ, დიახ ალეკომ ბიძინა ჩაანაცვლა! როგორ? როგორ და მარტივად რესპები" და თავისუფალი დემოკები" წინა არჩევნებზე თუ ბიძინას იყვნენ ჩაბმულები ხლა შავლეკოს ჩაეჭიდენ. ავლეკო ეხლა მათთვის ბიძინაცაა და მოსეც. კი ვიტყოდი წყალწაღებული რასაც ეჭიდებოდა, მაგრამ მერობის კანდიდატია, თან როგორც თავში მოგახსენეთ, მე სუსტებისკენ ვარ და არ მიმანია სწორად ავადმყოფს ლოგინში, ...რამე თერაპია ჩაუტარო ", - წერს მალხაზ თოფურია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner