logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნება“: ვაჟა ლელუაშვილი არავითარი ფორმით არ ყოფილა ჩართული გარდაბნის არჩევნებში
- +

8 აპრილი. 2016. 18:23


„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" პროკურატურის მიერ დაკავებულ კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსან ვაჟა ლელუაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ.




„დღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან არაერთგზის გაჟღერდა ცრუ ინფორმაცია, რომ, თითქოს, პროკურატურის მიერ დაკავებული კუდ-ის დირექტორის ყოფილ მოადგილე ვაჟა ლელუაშვილი ჩართული იყო გარდაბნის გამგებლის 2016 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების" სასარგებლოდ.



„ქართული ოცნება" ცალსახად აცხადებს, რომ გავრცელებულ ინფორმაციას არავითარი კავშირი არა აქვს სინამდვილესთან. გარდაბნის არჩევნებში ცენტრალური საარჩევნო შტაბის მუშაობას წარმართავდა პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, ხოლო ადგილობრივ შტაბს ხელმძღვანელობდა  ვანო მირიანაშვილი. ვაჟა ლელუაშვილი არავითარი ფორმით (!) არ ყოფილა ჩართული გარდაბნის არჩევნებში „ქართული ოცნების" სასარგებლოდ.

Description: https://ci6.googleusercontent.com/proxy/RnNZfQn2o2xpggJQqefCOervMbPIci5mujDPJnvl43kv6Rtxjyh5gHN_JKVzeU-aaGz3pePFgxfoAAtZJZNx8mveVTc-11j98EfuAJVcumUenA=s0-d-e1-ft#https://ssl.gstatic.com/ui/v1/icons/mail/images/cleardot.gif

 

სამწუხაროა, რომ დეზინფორმაციის ავტორებთან ერთად, აღნიშნული ცრუ ინფორმაცია არაერთგზის გააჟღერეს სხვა პოლიტიკურმა პარტიებმაც. „ქართული ოცნება" მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ განცხადებებს, დაიცვან პოლიტიკური ეთიკის სტანდარტები და ნებსით თუ უნებლიეთ არ შეუწყონ ხელი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას", - ნათქვამია „ქართული ოცნების" განცხადებაში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner