ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 128-ე კმ-ზე (სოფელ ცდოსთან) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რსოფელ ცდოსთან, გზის სავალ ნაწილზე დღეს დიდი მოცულობის კლდოვანი მასა ჩამოვიდა, რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.