საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა „იმედის კვირასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმეზე ისაუბრა:
„თავიდანვე გამიჩნდა შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას აწყობდა, რომ ეს ფაქტი დაბრალებოდა პოლიციელს. ის, რომ კითხვისნიშნები არსებობდა, მე ახლა დაგიდასტურებთ თქვენ, რომ ჩემშიც არსებობდა გარკვეული კითხვისნიშნები. ეს კითხვისნიშნები გარკვეული პერიოდის შემდგომ გაუჩნდა გარდაცვლილის დედასაც.
სასამართლომ გოდერძი თევსაძე გაამართლა. პროკურატურას ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს. დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. მაგრამ, ის, რომ პირველმა ინსტანციამ პოლიციელი გაამართლა, მე ეს მახარებს", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.