logo_geo
eng_logo
კიევში პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან მოძრაობა ავტომაიდნის აქტივისტები და სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ
- +

8 აპრილი. 2016. 19:01


კიევში პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან ერთმანეთს მოძრაობა ავტომაიდნის აქტივისტები და სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ.


მომტინგეები მთავრობასა და ძალოვანი უწყებებიდან კორუმპირებული და სეპარატისტი მაღალჩინოსნების გათვისუფლებას მოითხოვდნენ. აქტივისტებმა შენობის წინ საბურავები დაწვეს, რასაც პოლიციელებთან დაპირისპირება მოყვა.


არეულობის დროს ერთი ფოტოგრაფი დაიჭრა. აქტივისტები აცხადებენ, რომ აქციის შეწყვეტას არ აპირებენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner