logo_geo
eng_logo
2019 წელს მსოფლიოში ყველაზე დიდი აეროპორტი გაიხსნება
- +

10 ივლისი. 2017. 01:42


2019 წელს პეკინში მსოფლიოში ყველაზე დიდი აეროპორტი გაიხსნება. ამის შესახებ Reuters წერს.


აეროპორტი 700 ათას კვადრატულ მეტრზე აშენდება და ის გადამზიდავ კომპანიებს China Southern Airlines-სა და China Eastern Airlines-ს მოემსახურება.


მსოფლიოში ყველაზე დიდი აეროპორტის ტერმინალის პროექტის ავტორი ცნობილი არქიტექტორი ზარა ჰადიდია, რომელიც გასულ წელს გარდაიცვალა.


თავდაპირველად აეროპორტს 4 ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი ექნება, თუმცა მომავალაში მათი რიცხვი გაიზრდება. გეგმის მიხედვით, აეროპორტი წელიწადში 100 მილიონ მგზავრს უნდა მოემსახუროს.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner