2019 წელს პეკინში მსოფლიოში ყველაზე დიდი აეროპორტი გაიხსნება. ამის შესახებ Reuters წერს.
აეროპორტი 700 ათას კვადრატულ მეტრზე აშენდება და ის გადამზიდავ კომპანიებს China Southern Airlines-სა და China Eastern Airlines-ს მოემსახურება.
მსოფლიოში ყველაზე დიდი აეროპორტის ტერმინალის პროექტის ავტორი ცნობილი არქიტექტორი ზარა ჰადიდია, რომელიც გასულ წელს გარდაიცვალა.
თავდაპირველად აეროპორტს 4 ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი ექნება, თუმცა მომავალაში მათი რიცხვი გაიზრდება. გეგმის მიხედვით, აეროპორტი წელიწადში 100 მილიონ მგზავრს უნდა მოემსახუროს.