ვარშავაში ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო გრან-პრის გათამაშება გაიმართა. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ანგარიშზე 2 ოქროსა და 5 ბრინჯაოს მედალია.
მთავარი მწვრთნელის გიორგი იანტბელიძის გუნდიდან წაუგებლად ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორმა ზურა იაკობიშვილმა იასპარეზეს.
მესამე საპრიზო ადგილები კი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ბექა ლომთაძემ, ავთანდილ კენჭაძემ, დავით ხუციშვილმა, ელიზბარ ოდიკაძემ და გიორგი მეშვილდიშვილმა დაიკავეს.
ბერძნულ-რომაული სტილში კი ნაკრებმა 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ტურნირის ჩემპიონი ლევან არაბული გახდა. ბრინჯაოს მედლები კი ოლიმპიურმა პრიზიორმა შმაგი ბოლქვაძემ და რობერტ კობლიაშვილმა მოიპოვეს.