logo_geo
eng_logo
ქართველმა მოჭიდავეებმა ვარშავის ტურნირზე 3 ოქროს და 7 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
- +

10 ივლისი. 2017. 01:43



ვარშავაში ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო გრან-პრის გათამაშება გაიმართა. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ანგარიშზე 2 ოქროსა და 5 ბრინჯაოს მედალია.


მთავარი მწვრთნელის გიორგი იანტბელიძის გუნდიდან წაუგებლად ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორმა ზურა იაკობიშვილმა იასპარეზეს.


მესამე საპრიზო ადგილები კი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ბექა ლომთაძემ, ავთანდილ კენჭაძემ, დავით ხუციშვილმა, ელიზბარ ოდიკაძემ და გიორგი მეშვილდიშვილმა დაიკავეს.


ბერძნულ-რომაული სტილში კი ნაკრებმა 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ტურნირის ჩემპიონი ლევან არაბული  გახდა. ბრინჯაოს მედლები კი ოლიმპიურმა პრიზიორმა შმაგი ბოლქვაძემ და რობერტ კობლიაშვილმა მოიპოვეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner