logo_geo
eng_logo
ლაითურის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
- +

10 ივლისი. 2017. 02:11

 

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაითურში მდებარე ეკლესიას, 2017 წლის 30 ივნისს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

 

ეკლესია, რომელიც რიყის ქვით დუღაბზეა ნაგები, წრიული ფორმისაა (დმ - 5 მ) და ერთსაფეხურიან ცოკოლზე დგას. სამლოცველოს თაღოვანი გადახურვა აქვს, რომელიც შელესილია და მოხატული. შემორჩენილია მაკურთხებელი უფლის გამოსახულება, რომლის გარშემოც იკითხება მოციქულთა თავის ნაწილები. მხატვრობა გვიანი შუა საუკუნეებისაა.

 

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ცნობით, ეკლესია თავისი ფორმით ერთ-ერთი გამორჩეულია ქართულ ხუროთმოძღვრებაში. ასეთი როტონდის ტიპის ეკლესიები საქართველოში გარდა გვიანანტიკური წარმართული ტაძრების ნანგრევებისა და ადრექრისტიანული ხანის იშვიათი გამონაკლისისა, ცნობილი არაა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner