logo_geo
eng_logo
დღეს, გორში, პროექტის „შემოსაზღვრე საქართველო“ ფარგლებში ღონისძიებები გაიმართება
- +

10 ივლისი. 2017. 10:57


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „შემოსაზღვრე საქართველო", რომელიც კონფლიქტით დაზარალებული და ადმინისტრაციული საზღვრის გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის ქვეყნის კულტურულ პროცესებში ჩართულობას ისახავს მიზნად. 


10 ივლისს, მეჯვრისხევსა და გორში, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება: ადგილობრივი მცხოვრებლები შეხვდებიან ქართველ მწერლებსა და მეცნიერებს, სადაც ისინი წლევანდელ საიუბილეო თარიღებზე გაამახვილებენ ყურადღებას და  ისაუბრებენ  კულტურული დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობაზე; ინტერაქციის რეჟიმში შედგება დიალოგი მკითხველთან.


დაგეგმილია სხვადასხვა სახის გამოფენის მოწყობა, ადგილობრივი ახლაგარზდა ხელოვანების მონაწილეობით და ბოლო დროის სრულმეტრაჟიანი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის  „თამარი" ჩვენება. ხოლო, ქ. გორის გ. ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჯგუფი „UNDER" ადგილობრივი მოსახლეობისათვის და სამაჩაბლოდან  დევნილებისთვის კონცერტს გამართავს. ადგილობრივ სკოლებსა და ბიბლიოთეკებს გადაეცემა სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები.


მეჯვრისხევი - გორი 10.07.2017


ღონისძიებების განრიგი:


12:00 - ლექცია ილია ჭავჭავაძის შესახებ (გიორგი კეკელიძე);

12:30 - ლიტერატურა და თეატრი (გიორგი ზანგური);

13:00 - 14:10 ფილმის „თამარი" ჩვენება;

14:15 - წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოვება (7 საუკეთესო მოსწავლე);

14:20 - მუს. კონცერტი რეგიონის მუსიკალური სკოლების გუნდების მონაწილეობით;

14:50 - სამუსიკო სკოლებს შორის გამართულ კონკურსში გამარჯვებულების დაჯილდოვება;

17:00 - 18:30  ქ. გორი გ. ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - მუსიკალური კონცერტი ჯგუფის „UNDER 7" მონაწილეობით.


 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner