საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თამაზ უბილავამ განაცხადა, რომ ფოთში, ბაზრობის ტერიტორიაზე არსებულ სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
„ხანძრის ჩასაქრობად ჯამში 9 სამაშველო ბრიგადა მუშაობდა, საიდანაც 5 იყო ფოთის, დანარჩენი კი მეზობელი რაიონებიდან", - განაცხადა თამაზ უბილავამ.