ფოთის აგრარული ბაზრის დირექტორის თეა ბელქანიას განცხადებით, არც ერთს მოვაჭრეს საკუთარი ბიზნესი დაზღვეული არ ჰქონდა.
„აღნიშნული სავაჭრო ცენტრი „ვითიბი ბანკის" საკუთრებაში იყო და მხოლოდ ოთხი დღეა რაც ბაზრის ადმინისტრაციამ დაიკანონა, თუმცა ჯერჯერობით მათაც არ ჰქონდათ დაზღვეული", - განაცხადა ბელქანიამ.
ამ ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრში სულ 50-მდე მაღაზია და 144 დახლი იყო განთავსებული. ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.