logo_geo
eng_logo
შსს-მ ფოთის სავაჭრო ცენტრში ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
- +

10 ივლისი. 2017. 13:56



მიმდინარე წლის 10 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112"-ში შევიდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ფოთში, სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა.


შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ფოთის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ჯგუფები შემთხვევის ადგილზე შეტყობინების მიღებიდან 4 წუთში, 06:52 საათზე იმყოფებოდნენ.


ხანძრის სწრაფი ლიკვიდაციის მიზნით, მოხდა დამატებითი სახანძრო-სამაშველო ჯგუფების მობილიზება ზუგდიდიდან, სენაკიდან, ხობიდან და ფოთის პორტიდან.


ფოთის სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი აქრობდა.


ხანძრის მასშტაბებიდან გამომდინარე, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება 08:29 საათზე შეძლეს, ხოლო ლიკვიდაცია - 09:00 საათზე დაფიქსირდა.


ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.


მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიებას შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველო საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლით აწარმოებს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner