logo_geo
eng_logo
ვინ აიძულებდა ასმათ ტყაბლაძეს ჩამწერი აპარატურის დამონტაჟებას მის კაფე-ბარებში?!
- +

8 აპრილი. 2016. 22:32


„ვინ აიძულებდა ასმათ ტყაბლაძეს ჩამწერი აპარატურის დამონტაჟებას?! - მსახიობი და ბიზნესმენი  „პრიორიტეტში" ხუთი წლის წინანდელ ამბავს იხსენებს, როდესაც მასთან უცნობი პირები მივიდნენ და სთხოვდნენ, რომ მის კუთვნილ კაფე-ბარებში მოსასმენი და სათვალთვალო აპარატურა უნდა დაემონტაჟებინათ.



„ეს იყო რამოდენიმე წლის წინ. დაახლოებით 5 წლის წინ. ჩემმა თანამშრომელმა დამირეკა, რომ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები იყვნენ მოსულები, იყვნენ ორნი და მითხრეს, რომ ჩამოდის უცხოელი და მათ სურდათ მისი მოსმენა. მე ვუთხარი, რომ ეს არ მოხდებოდა.

 

გავაფრთხილე, რომ თუ ამას გააკეთებდნენ, მე ძალიან ცუდად მოვიქცეოდი და ყველას გავაგებინებდი. მიმაჩნია, რომ ასეთი  რამ ამორალურია, ეს ჩემთვის ძალიან შეურაცხმყოფელი იქნებოდა.

შემდეგ მოვიდნენ მეორედ. მითხრეს, რომ უნდა დაელუქათ. მაშინ ჩემთან დადიოდა ოპოზიციაც, პოზიციაც და ყველა. როდესაც ვკითხე, თუ რატომ მოვიდნენ, მითხრეს, რომ შესაწმომებლად იყვნენ."- განაცხადა ტყაბლაძემ.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner