logo_geo
eng_logo
განახლებული „მზიური“ მსმენელის წინაშე ორიგინალური პროგრამით წარსდგა
- +

10 ივლისი. 2017. 21:50


 

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თეტრალურ დარბაზში განახლებული ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლ „მზიურის" გალა-კონცერტი გაიმართა.


„ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლს ვანახლებთ. დაარსების დღიდან ეს ანსამბლი გურამ ჯაიანს მოჰყავს. წელს მისი 70 წლის იუბილეა. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სასახლეში „მზიურის", „პიონერ ფილმის" და ა.შ. ბრენდების არსებობა. ეს ყველაფერი კეთდება რა საკვირველია ბავშვებისთვის და იმისთვის, რომ უკეთესები გაიზარდონ", - განუცხადა „რეპორტიორს" მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ.  

 

ანსამბლი „მზიური" მსმენელის წინაშე ორიგინალური პროგრამით წარსდგა. კონცერტზე შესრულდა ახალი ნაწარმოებები და ცნობილი ჰიტები თანამდროვე ინტერპრეტაციით.

 

„ჩვენ ავირჩიეთ „მზიურის" ჰიტების თანამედროვე ვერსიები. შევცვალეთ ლოგო, კოსტუმები ანუ მოხდა რებრენდინგი. ძალიან ვნერვიულობ, იმიტომ რომ მრავალწლიან ანსამბლთან გვაქვს შეხება", - განაცხადა პროექტის მუსიკალურმა პროდიუსერმა ბუკა კარტოზიამ.


„ანსამბლი „მზიური" დღემდე არსებობს, ვმუშაობთ და ვართ. წელს განსხვავებულობა გადავწყვიტეთ. ძველი ჰიტები გავაცოცხლეთ და ვნახოთ, როგორ შეაფასებს მაყურებელი", - განაცხადა ანსამბლ „მზიურის" ხელმძღვანელმა გურამ ჯაიანმა.


კონცერტში მონაწილეობდნენ როგორც ახალი, ისე ძველი თაობის „მზიურელები".


„კარგია, რა თქმა უნდა, რადგან „მზიურს" ჰქონდა კარგი საბავშვო რეპერტუარი. ძალიან რთულია ბავშვს შეურჩიო სწორი სიმღერა, რომელიც მასაც უნდა სიამოვნებდეს და რა თქმა უნდა, მსმენელმაც უნდა შეიყვაროს. მინდა ვუსურვო, მსმენელის სიყვარული და წარმატებები", - განაცხადა მომღერალმა მაია ჯაბუამ.


„ის გარემო დამხვდა, რომელიც მე წლებია არ მიგვრძვნია. ზუსტად ის გარემო რაც ჩემს ბავშვობაში იყო. დღეს მე ზუსტად ისევ ისე ვღელავ, როგორც „მზიურის" დროს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პიონერთა სასახლეს ის ხელმძღვანელი ჰყავს, რომელიც ძალიან ბევრ საქმეს გააკეთებს. მისი გეგმ ები მომავალ თაობას სიკეთეს მოუტანს. მე მინდა წარმატება ვუსურვო ყველას ამაში", - აღნიშნა მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ.


საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო „მზიურის" სასცენო სამოსი და ანსამბლის წარმატებულ მოღვაწეობასთან დაკავშირებული ფოტო-მასალა.


„დიდ ენერგიას ვხარჯავდით, რომ ყველაფერი გაგვეკეთებინა ძალიან კარგად და რა თქმა უნდა, მოლოდინები დიდია. განახლებული მზიური იმედია გაამართლებს ყველა იმედს", - აღნიშნა ანსამბლ „მზიურის" წევრმა კესო მეტრეველმა.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner