logo_geo
eng_logo
„ბაგრატის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღება წინა ხელისუფლების დროს ჩატარებულ სამუშაოებს უკავშირდება!”
- +

10 ივლისი. 2017. 22:19


 

„ბაგრატის ტაძრის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღება წინა ხელისუფლების დროს ჩატარებულ სამუშაოებს უკავშირდება", - ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ „კვირის პალიტრას" განუცხადა. მინისტრის თქმით, ყველანაირი შანსი ჯერ კიდევ 2010 წლიდან არის სრულიად დაკარგული და ერთადერთი მიზეზი, რატომაც 2010 წელშივე არ ამოიღეს ბაგრატის ტაძარი ნუსხიდან, იყო სწორედ ის, რომ მას გადაჰყვებოდა გელათი და იუნესკო-მ სახელმწიფოს მისცა გელათის გადარჩენის შანსი.


„ორი წელია, ამაზე ვსაუბრობ, რომ როგორც კი გელათი დაბრუნდებოდა კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში, ეს ავტომატურად ნიშნავდა ბაგრატის ამორიცხვას. თუმცა, ჩვენ ამით არ ვასრულებთ ბაგრატის ისტორიას იუნესკოს კონტექსტში. უკვე დაწყებული გვაქვს მოლაპარაკება, როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტთან, ისე იუნესკოს ექსპერტებთან, რომ ვიწყებთ ახალ ნომინაციაზე მუშაობას, რომელიც გულისხმობს ქუთაისის ისტორიული ლანდშაფტის ზონის ნომინაციას, რომლის ფარგლებშიც, ერთ-ერთ კომპონენტად ისევ მოვიაზრებთ ბაგრატს, რათა თავისი რეპრეზენტაცია მსოფლიო მემკვიდრეობის კონტექსტში მან არ დაკარგოს და ლანდშაფტური ისტორიული ზონის ნაწილად მაინც იყოს წარმოდგენილი.

 

ყველანაირი შანსი ჯერ კიდევ 2010 წლიდან არის სრულიად დაკარგული და ერთადერთი მიზეზი, რატომაც 2010 წელშივე არ ამოიღეს ბაგრატის ტაძარი ნუსხიდან, იყო სწორედ ის, რომ მას გადაჰყვებოდა გელათი და იუნესკომ სახელმწიფოს მისცა გელათის გადარჩენის შანსი და ჩვენ, ბოლო რამდენიმე წლის რთული და ინტენსიური მუშაობის შედეგად, ეს მოვახერხეთ - განვაცალკევეთ ძეგლები და გელათი შევუნარჩუნეთ ჩვენს ქვეყანას იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში, რაც სრულაიდ უპრეცედენტო შემთხვევაა. ის, რომ დღეს ბაგრატი ამორიცხულია მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან, დღევანდელი ამბავი არ არის, ეს არის რვა წლის წინანდელი ამბავი, დღევანდელი ამბავი გახლავთ ის, რომ მოვახერხეთ და გელათი არა მხოლოდ შევუნარჩუნეთ ქვეყანას, არამედ ძირითად ნუსხაში დავაბრუნეთ", - განაცხადა გიორგაძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner