logo_geo
eng_logo
დარეჯან ლიპარტელიანი: აი, რას წარმოადგენს ე.წ. ჟურნალისტი კობა კაპანაძე! დაგავიწყდათ?!
- +

10 ივლისი. 2017. 22:46


 

„ორი დღეა ველოდები ჩემი კოლეგებისგან თუნდაც უბრალო კომენტარს, რომელშიც იოტისოდენა სიმართლე მაინც იქნებოდა ნათქვამი, იმის შესახებ, თუ ეს „საამაყო ადამიანი", კობა კაპანაძე, რომელიც სუს-ის ყოფილი თანამშრომელია, რეალურად რას წარმოადგენს..." - ამის შესახებ ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში წერს.

 

„კობა კაპანაძემ 2001 წელს ჟურნალისტური გამოძიება, საჯარო სამსახურის პირველი პირების, კორფციული საქმიანობის შესახებ დაიწყო... რომელიც შემდეგ იმით დამთავრდა, რომ კობა კაპანაძე გამომძალველ „ჟურნალისტად" მოგვევლინა და ყველაზე კორუმპირებული ჩინოვნიკისგან, ქრთამის სახით სარგებელიც მიიღო... ამის შესახებ, თავის დროზე გაზეთი „ალია" ჟურნალისტური შანტაჟის შესახებ წერდა. პირადად მე ვწერდი „ალიაში" ამ ფაქტის შესახებ... შემდეგ კი, ჩემი დაწყებული სკანდალი გაზეთ „ალია"-ში ჟურნალისტური საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელმა თეა რუსიტაშვილმა გააგრძელა... თეა რუსიტაშვილმა გამოძალვის შესაებ ფაქტობრივი მასალა დადო და გამოძალვის შესახებ სიუჟეტი ტელეკომპანია „რუსთავი 2"- მა მთელი რიხით და ხმაურით გააშუქა... მაშინ ამ თემაზე, მთელი ქვეყანა ალაპარაკდა და „ალიამ" დიდი სკანდალი „აწია". ამ ფაქტზე კობა კაპანაძე, მაშინ არავის დაუსჯია, თუმცა ჟურნალისტური წრეებიდან ჩუმად გაიპარა და გაქრა!

 

საოცარია და მართლა მაინტერესებს - რა ესაქმებოდა კობა კაპანაძეს ჟურნალისტურ წრეებში?!. გამოდით ძვირფასო კოლეგებო და ხმა ამოიღეთ, რატომ დუმხართ, გიტყდებათ სიმართლის თქმა?! სწორედ, „რუსთავი 2"- მა გააშუქა კობა კაპანაძის მიერ განხორციელებული გამოძალვის ფაქტი ერთ-ერთი ჩინოვნიკისგან და რატომ არქივიდან ის სიუჟეტი არ ამოიღო გიორგი გაბუნიამ?

 

ნიკა გვარამია, სინდის-ნამუსზე არ გთხოვ პასუხს და არც მაინტერესებს შენი მორალი, მაგრამ სკანდალს რომ ამზადებს ტელევიზია, ელემენტარული ჟურნალისტური პასუხისმგებლობა მოითხოვს, რომ ორივე მხარის შესახებ, ტელევიზიამ უნდა მოიძიოს სრულყოფილი ინფორმაცია და თვალები არ უნდა დაგიბრმავოს, ოპონენტის სიძულვილმა...

 

ისე, მიუკერძოებელი და ობიექტური ჟურნალისტი, ამას არაფრით არ გააკეთებდა... გაბუნიაზე არ მაქვს საუბარი...

 

და ბოლოს, მართლა მაგრად მაინტერესებს, რა ესაქმებოდა მსგავსი ტიპის ადამიანს სახელმწიფო სტრუქტურაში და საერთოდ, ვინ ჯანდაბამ გაუწია რეკომენდაცია, ამ გამომძალველსა და გარეწარს?... უამრავი პროფესიონალი და ერთგული მხარდამჭერები უმუშევრები გყავთ და უკაცრავად, მაგრამ როცა ასეთი რეპუტაციის ადამიანს ასეთ სერიოზულ უწყებაში, რეკომენდაციას უწევთ, თქვენ საერთოდ გონზე თუ ხართ?!..." - წერს ლიპარტელიანი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner