საზოგადოევრიბი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში „რესპუბლიკელების" განცხადებებს აფასებს და აღნიშნავს, რომ მათი თავგამოდებული ბრძოლა ევროპული ორიენტაციის შესანარჩუნებლად არაფერია, თუ არა ყალბი თამაში...
„კბილებით ეჭირა თურმე ნაციონალებს ევროპული ორიენტაცია, მაგრამ რომ გაუშვეს, ევროპა არ გაუყოლებიათ; კბილებით ეჭირა ნაციონალების მერე ალასანიას ევროპული ფასეულობები, მაგრამ რომ გადავიდნენ ოპოზიციაში, არც მათ გაუყოლებიათ; ახლა რესპუბლიკელები იძახიან, რომ კოალიციაში და ხელისუფლებაში მხოლოდ ჩვენ გვიჭირავს ევროპული სული კბილებითო...
ასე ხდება, პარტიები მიდიან და მოდიან ხელისუფლებიდან, ევროპული ორიენტაცია კი რჩება."- აღნიშნავს გამზარდია.