მოსკოვში, დიმიტრიევსკის გზატკეცილზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „რიოში" ხანძარი გაჩნდა. სავაჭრო ცენტრიდან რამდენიმე ათასი ადამიანია ევაკუირებული. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ხანძრის შედეგად სულ მცირე 14 ადამიანია დაშავებული, მათ შორის ერთი ბავშვია. დაშავებულების ნაწილს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ათი მათგანი კი ჰოსპიტალიზებულია.
ინფორმაცია დაშავებულების შესახებ მოსკოვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესცენტრში დაადასტურეს, თუმცა დაშავებულთა რიცხვი არ დაუკონკრეტებიათ.
როგორც BBC-ი იუწყება ხანძარს ხუთიდან მეოთხე სიძლიერის რანგი მიენიჭა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.