2018 წლიდან, უკრაინის ტერიტორიაზე ქვეყნის საზღვრის გადაკვეთას შეძლებს მხოლოდ ის უცხოელი მოქალაქე, ვისაც ბიომეტრიული პასპორტი აქვს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა. მისი განმარტებით, უსაფრთხოების ასეთი ზომების მიღება „ტერორიზმის წინააღმდეგ გაძლიერებული ბრძოლითაა" განპირობებული.
„ჩვენ უნდა ავიღოთ ყველა ბიომეტრიული მონაცემი, თითის ანაბეჭდების და ციფრული ფოტოს ჩათვლით", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.