საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა, ტელეკომპანია „იმედთან" ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციაზე ისაუბრა.
„ისინი ითხოვენ ისეთ რამეს, რისი დაშვებაც ჩვენს ქვეყანაში არ შეიძლება. გამორიცხულია, იმიტომ რომ ვერ გავაკონტროლებთ პროცესს, ვაზს აჩეხავენ გლეხები, ხეებს აჩეხავენ და დარგავენ მარიხუანას. ეს თუ გვინდა ჩვენ, ესეთი ქვეყანა, მე ამას არ დავუშვებ", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.