გადაცემაში „პრიორიტეტი" ნონა ფილაურმა და ჟურნალისტმა რუსა მუმლაძემ ფარული ვიდეო ჩანაწერების გავრცელების ტენდენციაზე საკუტარი მოსაზრებები გამოთქვეს.
რუსა მუმლაძის განცხადებით ფარული ვიდეო ჩანაწერები ისეთი ადამიანების წინააღმდეგ ვრცელდება, რომლებიც დასავლურ კურსს ემხრობიან.
რაც შეეხება, ნონა ფილაურის მოსაზრებას, იგი მიიჩნევს, რომ ვიდეო ჩანაწერები რატომღაც ტენდენციურად ვრცელდება.
„რატომ არ გავრცელდა ნაციონალური მოძრაობის წევრების ვიდეოები?! „ნაციონალური მოძრაობის" წევრები არ იყვნენ პროდასავლურები? რატომ არ არის გამოქვეყნებული მათზე ფარული ვიდეო ჩანაწერები? რატომ არ გავრცელდა?
გამოძიება არ არის სრულყოფილად ჩატარებული. როგორც შემკვეთები, ისე გამავრცელებლები უნდა იყვნენ დასჯილნი."- განაცხადა ფილაურმა.