აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განაცხადებით, „ისლამური სახელმწიფოს" დღეები ერაყსა და სირიაში დათვლილია.
„ჩვენ დიდს წარმატებას მივაღწიეთ „ისლამურ სახელმწიფოსთან" დაპირისპირებაში. უფრო მეტ წარმატებას მივაღწიეთ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ვიდრე იმ პერიოდიდან დაწყებული, როდესაც „ისლამური სახელმწიფო" მთავარი საფრთხე გახდა. მოსულში გამარჯვება, ქალაქში, სადაც „ისლამურმა სახელმწიფომ" ოდესღაც ე.წ. ხალიფატი გამოაცხადა, იმას ცხადყოფს, რომ „ისლამური სახელმწიფოს" დღეები ერაყში და სირიაში დათვლილია. ჩვენ განვაგრძობთ „ისლამური სახელმწიფოს" სრულად განადგურებას", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
გუშინ, ერაყის პრემიერ-მინისტრმა ქალაქ მოსულში „ისლამურ სახელმწიფოზე" გამარჯვება ოფიციალურად გამოაცხადა.
ქალაქი მოსული „ისლამური სახელმწიფოს" მთავარი ქალაქი იყო 2014 წლიდან. სწორედ მოსულიდან გამოაცხადა დაჯგუფების ლიდერმა ე.წ. ხალიფატი.