logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: „ფოტოგრაფების საქმე“ ჩემს საადვოკატო საქმიანობაში ერთ-ერთი დრამატული საქმე იყო
- +

11 ივლისი. 2017. 10:40


ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე სასამართლოს ჩვენებას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია მისცემს. როგორც ბესელიამ სასამართლო სხდომის დაწყებამდე განაცხადა, საკუთარ ჩვენებაში ის ისაუბრებს იმ პოლიტიურ წნეხზე, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით იყო და ასევე იმაზე, რა ზეწოლით მოხდა ფოტორეპორტიორების მიერ საპროცესო შეთანხმების გაფორმება.


„ფოტოგრაფების საქმე" ჩემს საადვოკატო საქმიანობაში ერთ-ერთი დრამატული, მძიმე და ემოციური საქმე იყო. მე ძალიან კარგად მახსოვს ის ურთულესი დღეები, რომელიც ამ საქმეს უკავშირდებოდა; ის პოლიტიკური წნეხი, რომელიც ხორციელდებოდა დაკავებულ ფოტორეპორტიორებზე. გიორგი აბდალაძის დაცვის უფლება ისე აშკარად და უხეშად დაირღვა, რომ ამის მტკიცება ობიექტური გამოძიების პირობებში არ გაჭირდებოდა. მაშინ ყველა იმ უკანონობაზე რაც გლდანის მერვე საპყრობილეში ხდებოდა შსს-ს თანამშრომლების მხრიდან, ვაფიქსირებდი პროტესტს ოქმებში. დღეს სასამართლოს მოვუყვები იმას, რაც ვიცი ამ საქმეზე. იმ უკანონობას, რაც ხდებოდა მაშინ, მათ შორის, ვისაუბრებ უკანონო საპროცესო შეთანხმებაზე, რომელიც დაიდო და რომელსაც მე ხელი არ მოვაწერე, როდესაც აღაიარებინეს ჯაშუშობის უმძიმესი ბრალი ფოტოკორესპონდენტებს. ახლა უკვე თვალსაჩინოდ გამოჩნდა, რაზეც ვსაუბრობდი მაშინ, რომ ეს უკავშირდებოდა 26 მაისის ცნობილ მოვლენებს და დღეს უკვე ამის დამტკიცება არ იქნება რთული", - განაცხადა ეკა ბესელიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner