საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის - სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე, ერთი პირი იქნა მხილებული.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში ამოღებული იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი უცხოური წარმოების, სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში - 1 480 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე - 200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 2 - დან 4 წლამდე.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვისა და რეალიზაციის ფაქტების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.