logo_geo
eng_logo
საგამოძიებო სამსახურმა 1 480 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო
- +

11 ივლისი. 2017. 11:30


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის  - სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე, ერთი პირი იქნა მხილებული.


საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში ამოღებული იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი უცხოური წარმოების, სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში - 1 480 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე - 200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 2 - დან 4 წლამდე.


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის  აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვისა და რეალიზაციის ფაქტების გამოვლენას  მთელი ქვეყნის მასშტაბით  ახორციელებს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner