logo_geo
eng_logo
ე.წ. ციანიდის საქმეზე არჩილ გამზარდია, დეკანოზ გიორგი მამალაძის მძღოლი და სამართალდამცველები დაიკითხებიან
- +

11 ივლისი. 2017. 12:56



პროკურორ ზვიად გუბელაძის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმის სტატუსით არჩილ გამზარდია, ასევე დეკანოზ გიორგი მამალაძის მძღოლი და სამართალდამცველები დაიკითხებიან.


პროკურორის თქმით, არჩილ გამზარდია დღევანდელ სხდომაზე დაადასტურებს მის მიერ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ციანიდის საქმეს ეხება.


დღეს გაგრძელდება ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევა. დაიკითხებიან მოწმეები, რომლებიც სხვადასხვა ფაქტობრივ გარემოებებზე ისაუბრებენ. მაგალითად, დაიკითხება ბრალდებულის მძღოლი, მისი მეგობარი და ადამიანი, ვისაც გველის შხამს სთხოვდა 2016 წლის ზაფხულის თვეში. ასევე დაიკითხებიან გამომძიებლები, რომლებმაც საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. ასევე დაიკითხება არჩილ გამზარდია იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რასაც ის ფლობს და რაც საჯაროდ გაავრცელა. საგამოძიებო უწყებაში ის უკვე დაიკითხა და ამ ინფორმაციას დაადასტურებს სასამართლოზე", - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner