logo_geo
eng_logo
დავით თევზაძე: ხვალ 9 აპრილი გათენდება... მაშინ ჩვენ ღვთის შიში გვქონდა მხოლოდ...
- +

8 აპრილი. 2016. 23:28


დავით თევზაძე 1989 წლის 9 აპრილს იხსენებს:

 

„ხვალ 9 არილი გათენდება, დღე, რომელმაც ბევრი ჩვენთაგანის ცხოვრება შეცვალა. დღე, რომელმაც დაგვარწმუნა, რომ საქართველო აუცილებლად იქნებოდა დამოუკიდებელი და რომ ჩვენ ამას აუცილებლად ვნახავდით... და ეს მიუხედავად იმ სასაკლაოსი, რომელიც მოგვიწყვეს: მეორე დღეს ვიცოდით უკვე, რომ ჩვენი შეეშინდათ და იმიტომ მოგვექცნენ ასე, ვიცოდით, რომ შიში სისუსტემ იცის, ვიცოდით, რომ ჩვენ არ გვეშონოდა არც მათი, არც სხვისი. მაშინ ჩვენ ღვთის შიში გვქონდა მხოლოდ... ამიტომაც ფიზიკური მარცხის მიუხედავად, იმ ღამეს ჩვენ გამარჯვებულები ვიყავით...

 

P.S. სურათებს "ვქექავდი". 89 წლიდან ერთი „ამოვარდა" მხოლოდ. მაისისაა, ანუ 9-ის მერე. ჩემს მეორმოცე წელს ნულიდან დავიწყე ცხოვრების ათვლა: ყველაფერს, რასაც მანამდე მნიშვნელობა ჰქონდა და მიკეთებია, ხაზი გადავუსვი და საქართველოსთვის ბრძოლა ცხოვრების ერთად-ერთ მიზნად დავისახე. თუმცა, როგორც ბევრი ჩვენთაგანი, მეც იდეალისტი აღმოვჩნდი..."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner