logo_geo
eng_logo
სოსო ვახტანგაშვილი: როცა მიხეილ სააკაშვილმა დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაცია აღიარა...
- +

11 ივლისი. 2017. 14:25



რა ხდება სინამდვილეში ბერშუეთთან და ვის აწყობს „ხანძარი" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ? „ვერსია" ყოფილ პარლამენტარს სოსო ვახტანგაშვილს ესაუბრა.


„რაც სოფელ ბერშუეთთან ხდება, ცუდია, მაგრამ არა ახალი და კარგი იქნებოდა, აჟიოტაჟი აქამდეც ატეხილიყო. სინამდვილეში, ბერშუეთთთან გადმოწეული მავთულხლართები ე.წ. ბორდერიზაციის განმსაზღრელი ბანერი არაა. ტელევიზიით სოფელ ორჭოსანთან აღმართული ბარიერი გააშუქეს, რომელმაც დაახლოებით, ორი წლის წინ გადმოიწია და არა ახლა", - ამბობს სოსო ვახტანგაშვილი.


- ბერშუეთთან ბანერის დადგმა თავისთავად ძალიან ცუდია, მაგრამ ეს ბანერი ცენტრალური მაგისტრალიდან 500 მეტრით კი არა, დაახლოებით 10-12 კილომეტრითაა დაშორებული. ხელისუფლების ადვოკატობას არ ვაპირებ, მაგრამ ეს აჟიოტაჟი "ნაციონალების" პოლიტიკურ ინტერესებთანაა დაკავშირებული. ისინი [დიდი ხნის წინათ მომხდარ ფაქტზე] ამბობენ, რომ საზღვარმა 500 მეტრით ახლა გადმოიწია და ტრასას მოუახლოვდაო. რა თქმა უნდა, ეს დიდი პრობლემაა და აგიხსნით, რატომაც: თავის დროზე, როცა მიხეილ სააკაშვილმა „სამხრეთ ოსეთის" ადმინისტრაციული ერთეული აღიარა, მასში ახალგორიც შეიყვანა, სწორედ ახალგორის სოფელია ორჭოსანი. კომუნისტების დროს ახლაგორისა და გორის რაიონებს შორის არაფორმალური გარიგება დაიდო, რომ ორჭოსნის მიწებს გორის რაიონის მეურნეობა დაამუშავებდა, რადგან ეს სოფელი გორთან ახლოსაა. მოკლედ, ორჭოსანი დღეს უკვე ე.წ. სამხრეთ ოსეთის შემადგენლობაშია ისევე, როგორც ბერშუეთი და ოსებმაც ყოფილი საბჭოთა ოსეთის ოლქის კუთვნილი ტერიტორია მოითხოვეს. ახლა არჩევნები მოგვადგა და ორი წლის წინ გადმოწეულ ორჭოსნის ბანერზე აჟიოტაჟი ხელოვნურად ატეხეს, თუმცა ვიმეორებ: ეს დიდი ხნის პრობლემაა.


- ანუ ბერშუეთთან საზღვრის გადმოწევაც „კანონიერად" მოხდა?


- დიახ, ეს სოფელი ყოფილი „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის" შემადგენლობაში იყო. როცა მიხეილ სააკაშვილმა დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაცია აღიარა, შეიძლებოდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის შემადგენლობაში ახალგორი არ შესულიყო და დღეს ორჭოსნის პრობლემაც არ გვექნებოდა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner