logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: ეჭვი მაქვს, რომ პატრიარქის ციანიდით მოწამვლის უკან სააკაშვილი დგას...
- +

11 ივლისი. 2017. 15:08



ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიატქოსთან დაახლოებულმა ცნობილმა უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ისაუბრა.


„ძალიან მნიშნველოვანი იყო ის შეხვედრა, რომელიც მამა გიორგის ოჯახის წევრებმა პატრიარქთან გამართეს. კარგად გვახსოვს, რომ ისინი ხმამაღლა გაიძახოდნენ - შევხვდებით პატრაიარქს და ნახავთ, რა ინფორმაციას მივაწოდებთ და როგორ დავუმტკიცებთ, რომ დეკანოზი მართალიაო. მაგრამ, მამა გიორგის ოჯახის წევრებმა პატრიარქს ვერანაირი ინფორმაცია ვერ მიაწოდეს, ვერც ვერაფერი დაუმტკიცეს და, როგორც აღმოჩნდა, უწმინდესთან შეხვედრა მხოლოდ იმისთვის სჭირდებოდათ, რომ დეკანოზის თავდებით გათავისუფლება ეთხოვათ.

 

დეკანოზის ოჯახის წევრებისა და პატრიარქის შეხვედრაზე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იქნა წამოჭრილი, რომელიც მამა გიორგის მიერ ესპანეთში დარეგისტრირებულ ფირმას და მის ანარიშზე ჩასარიცხ 50 მილიონ ევროს ეხება. დეკანოზის ოჯახის წევრებმა პატრიარქს უთხრეს - მამაოს 50 მილიონს კი არა, 6 მილიონს ურიცხავდნენო, თუმცა, აღმოჩნდა, რომ არც 50 მილიონის და არც 6 მილიონის შესახებ უწმინდესი საქმის კურსში არ იყო და დეკანოზი საპატრიარქს ზურგს უკან მოქმედებდა. აი, სწორედ ეს არის სერიოზული ბომბი და გამოძიებამ აუცლებლად უნდა დაადგინოს, მამა გიორგი მამალაძეს ამხელა თანახს ვინ და რატომ ურიცხავდა? ჩემი ვარაუდით, თანხა, რომელიც დეკანოზ მამალაძის მიერ ესპანეთში დარეგისტრირებული ფირმის ანგარიშზე უნდა ჩაერიცხათ, პირდაპირ კავშირშია საპატრიარქოს წინააღმდეგ აგორებულ კამპანიასა და პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფასთან. ამიტომაც ვამბობ, რომ ყველაფერს სერიოზული გამოძიება სჭირდება, მაგრამ არ ვიცი, დღევანდელი ხელისუფლება ამას რამდენად შეძლებს... მოკლედ, აშკარაა, რომ მამა გიორგის ანგარიშზე 6 მილიონ ევროს ურიცხავდნენ არა ეკლესიის საკეთილდღეოდ, არამედ ეკლესიის წინააღმდეგ!

 

ჩემი ღრმა რწმენით, ის 6 მილიონი ევრო, რომელიც დეკანოზისათვის უკრაინელებს უნდა გადმოერიცხათ, პირდაპირ კავშირშია სააკაშვილთან. დიახ, პატრიარქი პირველად სწორედ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, 2009 წელს მოწამლეს და დიდი ეჭვი მაქვს, რომ ახლაც პატრიარქის ციანიდით მოწამვლის უკან სააკაშვილი დგას უცხოეთის ლიბერალურ ძალებთან ერთად!", - აცხადებს ნანა კაკაბაძე.

 

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner