logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: ეს წმინდა წყლის პროვოკაციაა!
- +

11 ივლისი. 2017. 15:47



14 ივლისს „ნაციონალები" „ქართველთა მარშის" პარალელურად, გორში რუსეთის საოკუპაციო ზოლთან, საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. ცნობილი ჟურნალისტი, პიარტექნოლოგი და კონფლიქტოლოგი ლალი მოროშკინა აღნიშნულ ფაქტს წმინდა წყლის პროვოკაციად აფასებს.


„ეს წმინდა წყლის პროვოკაციაა! „ნაციონალებმა" თავიანთი აქცია სპეციალურად დაამთხვიეს თბილისში გასამართ „ქართველთა მარშს", რომელიც არალეგალი უცხოელების თავგასულობისა და კრიმინალური ქმედებების წინააღმდეგ არის მიმართული.

 

ჩემთვის ცნობილია, რომ „ნაციონალები" არამარტო თავიანთი მხარდამჭერების და პარტაქტივის, არამედ ჟურნალისტების მობილიზებასაც ახდენენ, რათა პროვოკაცია ტელეკამერების წინაშე განხორციელდეს.

 

მოკლედ, 14 ივლისს საოკუპაციო საზღვართან „ნაციონალები" არეულობის მოწყობას გეგმავენ, რათა რუსის ჯარის თბილისში შემოსვლას მიაღწიონ!

 

იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდებიან და ქვეტანას რუსეთთან ახალ ომს აარიდებენ!" - აცხადებს მოროშკინა.

 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner