logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე სამართალდამცველებს წნეხში ჰყადათ
- +

11 ივლისი. 2017. 16:14


იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმის პროცესზე მოწმის სტატუსით დაკითხვის დროს განაცხადა, რომ იმ დროს მისი დაცვის ქვეშ მყოფი გიორგი აბდალაძე სამართალდამცველებს წნეხის ქვეშ ჰყავდათ.


მისი თქმით, აბდალაძის აღიარებითი ჩვენება ბრალდების გააზრებულად დაბრალება იყო საკუთარ თავზე.

 

ჟურნალის ყუაზე მიმიწერა, ჯიბეში ჟუჩოკი" მაქვსო. დაიწყო ჩვენების მიცემა. გამომძიებელმა სამჯერ ჰკითხა, აღიარებდა თუ არა დანაშაულს? და მხოლოდ მესამე კითხვის შემდეგ თქვა, რომ აღიარებდა. დავწერე ოქმში, რომ ეს არ იყო ჩვენება, რომელსაც ადამიანი თავისუფლად აძლევს, ეს იყო ჩვენება, რომლითაც ადამიანი გააზრებულად იბრალებს დანაშაულს, რათა ციხიდან ცოცხალი გამოვიდეს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner