აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრების, გურიის სამხარეო ადმინისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ცოფის დაავადებასთან დაკავშირებით რეგიონული შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო შეხვედრაზე გურიის რეგიონში ცოფის საწინააღმდეგოდ განხორცილებული ღონისძიებები განიხილეს და იმსჯელეს სამომავლო გეგემებზე.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ, ორი წლის განმავლობაში განხორციელებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წელს გურიაში, ცოფის არც ერთი დადასტურებული შემთხვევა არ გამოვლენილა ადამიანში.
შეხვედრას დაესწრნენ გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, გუბერნატორის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, სურსათის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და აშშ დავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები.