logo_geo
eng_logo
თეა სირაძე: სააკაშვილის რეჟიმი რომ არ შეცვლილიყო, თვითმკვლელობით დავასრულებდი სიცოცოხლეს!
- +

11 ივლისი. 2017. 17:10


კიკბოქსინგში საქართველოს სამგზის ჩემპიონი, 5 ინდოელის ცემისთვის დაპატიმრებული თეა სირაძე თავისუფალია და „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში იმ მძიმე დღეებს იხსენებს, რომლებიც საპატიმროში გაატარა:


„ყველაზე მტკივნეული რა იყო იცით? ინდოელების ნაამბობს დაუჯერეს და საკუთარი მოქალაქე, ოთხი შვილის დედა ციხისთვის გამიმეტეს. არ ვამბობ, რომ დამნაშავე არ ვიყავი, 5 ინდოელი მამაკაცი მართლაც ვცემე, მაგრამ, რაც ბრალად მქონდა წაყენებული, ის ნამდვილად არ ჩამიდენია. სამ პროცესში დაასრულეს სასამართლო და 28 წელი მომისაჯეს. ბრალი თავიდან ბოლომდე პროკურატურამ შეთითხნა. სააკაშვილის ხელისუფლებამ უცხოელების წინაშე მარკები აიწია - ხედავთ, როგორ ვიცავთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ოღონდ თქვენ იგრძენით თავი კარგად და ქართველებსაც კი არ დავინდობთო!

 

სააკაშვილის რეჟიმი რომ არ შეცვლილიყო, გეფიცებით, თვითმკვლელობით დავასრულებდი სიცოცოხლეს! ელემენტარულად დაძინების გვეშინოდა, რომ არ „გავეფუჭებინეთ". ყოფილა შემთხვევები, თვითონვე დაუდიათ მობილურები პატიმრებისთვის და ამის გამო წლები დაუმატებიათ. კიდევ ერთხელ ვამბობ, „ქართულმა ოცნებამ" გადამარჩინა. 5 წლის განმავლობაში მშვიდად მეძინა, ჩემს შვილებს ჯანმრთელი დავუბრუნდი.

 

ციხიდან გამოსულს თვალში მეცა უცხოელების სიმრავლე, მაგრამ, სააკაშვილისაგან განსხვავებით, პრემიერი არ არის ის ადამიანი, რომელიც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს ვინმეს დააჩაგვრინებს. და მაინც, მინდა, ხელისუფლებას ვთხოვო, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ნუ დავამონებინებთ თავს! ეს ქვეყნის ღირსების საქმეა!.. არასოდეს ვინანებ, ინდოებელი რომ ვცემე", - აღნიშნავს თეა სირაძე.

 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner