ძვირფასო ვეტერანებო, ამიერიდან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე ვეტერანებს სამსახურში პირადად შეხვდება.
კობა კობალაძე შეხვდება იმ პირებსაც, რომლებიც ვეტერანებთან დაკავშირებით სხვადასხვა პროექტებსა და საქმიან წინადადებებს წარმოადგენენ.
მიღების დღეებია ოთხშაბათი და პარასკევი, 11:00 დან 16:00 საათამდე.
მიღება დაიწყება 13 აპრილიდან.
დირექტორთან მიღებაზე ჩასაწერად შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზე 2 48 16 26
ან მოგვწეროთ სამსახურის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე.
მისამართი: თბილისი, გორგასლის ქ. 89.