logo_geo
eng_logo
სუს-ის უფროსის მოადგილე სამხრეთ კავკასიაში გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის რეგიონალურ წარმომადგენელს შეხვდა
- +

11 ივლისი. 2017. 17:14


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე სამხრეთ კავკასიაში გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) რეგიონალურ წარმომადგენელს  იოჰანეს ფან დერ კლაუსს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.


მხარეებმა  გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის როლსა და  დაცვის ღონისძიებებზე,  ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის  პრიორიტეტები.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner