logo_geo
eng_logo
გია ჟორჟოლიანი: პროკურატურამ ძალიან ეფექტურად იმუშავა!
- +

8 აპრილი. 2016. 23:57


უმრავლესობის წევრის გია ჟორჟოლანის განცხადებით პროკურატურამ ფარული ვიდეოების დამზადების შესახებ საკმაოდ ეფექტურად იმუშავა და დამნაშავეები დღეს პასუხისგებაში არიან მიცემულნი.


 

„პროკურატურამ ძალიან ეფექტურად და ძალიან ოპერატიულად იმუშავა.   

საბოლოო სიტყვა გამოძიებამ და სასამართლომ უნდა თქვას. ჩვენი საზოაგდოების სამართლიანი შეშფოთებაა, წუხილი იმის გამო, რომ ეს უაღრესად მძიმე სახის მორალური დანაშაული გახდა შემადგენელი ნაწილი ჩვენი პოლიტიკური პროცესისა და ამას წერტილი უნდა დაესვას. ვფიქრობ, რომ პროკურატურა ბოლომდე მიიყვანს ამ საქმეს და არა მარტო ამ საქმეს.

 ჩვენ ბოლოს და ბოლოს გავთავისუფლდებით ამ ამაზრზენი დანაშაულისგან!"- განაცხადა ჟორჟოლიანმა.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner