logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: 9 აპრილი არის თავგანწირვის მაგალითი!
- +

9 აპრილი. 2016. 10:00


9 აპრილი არის თავგანწირვის მაგალითი, ამ დღეს დაღვრილმა სისხლმა  შეცვალა არა მხოლოდ ქვეყნის განვითარების ვექტორი, არამედ ქართველი ხალხის ცნობიერება",-განაცხადა  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალთან.


გიორგი კვირიკაშვილმა  ყვავილებით შეამკო გმირთა მემორიალი და პატივი მიაგო 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას.


ეს დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაიწერა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელი, როდესაც უამრავმა ქართველმა ახალგაზრდამ შიშველი ხელებით სცადა წინ აღდგომოდა საბჭოთა მმართველობის მძლავრ მანქანას.

 

განმტკიცდა რწმენა იმისა, რომ შესაძლოა თუნდაც შენზე ბევრად ძლიერ ძალას აღუდგე სიმტკიცით და ვაჟკაცობით. 9 აპრილი დარჩება საქართველოს ისტორიაში გმირობის ამბად, ისტორიად იმ ახალგაზრდების გმირობისა, რომლებმაც შიშველი ხელებით ტანკების შეჩერება სცადეს. საქართველო არასდროს დაივიწყებს მათ ხსოვნას," -აღნიშნა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.


პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის წევრებთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, 9 აპრილის ტრაგიკული თარიღისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა დაათვალიერა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner