logo_geo
eng_logo
სოფო ხორგუანი: ფარულ ჩანაწერებზე გამოძიება დიდი ხანია მიმდინარეობს
- +

9 აპრილი. 2016. 00:20


„ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დიდი ხანია, მიმდინარეობს, ბევრი მტკიცებულება შეგროვდა და პროცესი, რაღაც ეტაპზე, ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა",- ამის შესახებ გადაცემა 2030-ში უფლებდამცველმა, სოფო ხორგუანმა განაცხადა.



ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილ კომისიაში რატომ ამოარჩიეს მხოლოდ რამდენიმე არასამთვარობო ორგანიზაციარატომ გადაწყვიტეს, რომ იქ ყოფნა მათ უფრო ეკუთვნოდათ, ვიდრე მე ან ლევან გოგიჩაიშვილს. მაინტერესებს, კომისიაში შემავალი რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრმა მეზობელს ყავის დალევის დროს რომ ამ კადრების შესახებ მოუყვეს, ამაზე პასუხისმგებელი ვინ არისროცა რამის მოწმე ვარ, ვალდებულებას ვიღებ და ხელმოწერით ვადასტურებ, რომ ინფორმაციას გარეთ არ გავიტან. თუ ინფორმაცია გაჟონავს, პროკურატურამ იცის, ვის მიაკითხოს",-აღნიშნა ხორგუანმა.



რაც შეეხება ფარულ კადრების საქმეზე დაკავებულ ვასილ ლელუაშვილს, როგორც ხორგუანმა აღნიშნა, მასთან საპროცესო შეთანხმება არ გაფორმებულა, დღესაც ბრალდებულია და მხოლოდ გირაოთი გათავისუფლდა.


გირაოს შეფარდება კი არა პროკურატურამ, არამედ სასამართლომ გადაწყვიტა. ჩვენ გვახსოვს სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც მხოლოდ სატელეფონო საუბრის ჩანაწერებს ეყრდნობოდა, მაგრამ ახლა სხვა სტანდარტზე ვსაუბრობთ"-განაცხადა 2030-ში სოფო ხორგუანმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner