logo_geo
eng_logo
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულ სპეცრაზმელებს ბრალი გადაუკვალიფიცირდათ
- +

12 ივლისი. 2017. 13:29



ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულ სპეცრაზმელებს ბრალი გადაუკვალიფიცირდათ. დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ნაცვლად 7 სპეცრაზმელს ახლა უკვე ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედებათ.


ბრალის გადაკვალიფიცირების შუამდგომლობა პროკურორმა ვლადიმერ ვექილიანმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დააყენა.


მისი თქმით, ორი ინსტანციის სქსამართლომ სპეცრაზმელების ხელმძღვანელის, კახაბერ ნაკანის მიმართ განაჩენი სწორედ ამ მუხლით გამოიტანა და შესაბამისად, პროკურატურამ ამ სპეცრაზმელების მიმართაც მიიღო გადაწყვეტილება ბრალის გადაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით.


პროკურორმა ასევე სასამართლოს, სააპელაციოს სასამართლოს განაჩენიც წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულების, ირაკლი ფირცხალავას, გიორგი ცააძისა და კახა ნაკანის მიმართ გამოტანილი განაჩენი უცვლელი დარჩა. პროკურორმა აღნიშნული განაჩენის საქმეში მტკიცებულებად დართვა იშუამდგომლა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.


ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე სპეცრაზმის 7 თანამშრომელს აქვს წაყენებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით თავდაპირველად პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული, თუმცა მოგვიანებით, ბრალდებულები პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner