logo_geo
eng_logo
სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასის” სარდაფში გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი მუშა დაშავდა
- +

12 ივლისი. 2017. 13:38



სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასის" სარდაფში გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი მუშა დაშავდა. როგორც „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი სარდაფში მდებარე თბოიზოლაციის სისტემას გაუჩნდა. ადგილზე მისული იყო 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, რომლებმაც სამსახურის ინფორმაციით, დროული რეაგირების შედეგად მოახდინეს ცეცხლის ლიკვიდაცია.


არსებული ინფორმაციით, თბოიზოლაციის სისტემაში გაჩენილმა ცეცხლმა გამოიწვია ძლიერი დაკვამლიანება და სწორედ კვამლის ჩასუნთქვის შედეგად დაშავდა 3 მუშა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. დაშავებულ მუშებს დამწვრობა არ აღენიშნებათ.


„შერატონ-მეტეხი პალასში" სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი 1 კვ მეტრის ტერიტორიას არ გაცდენია.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner