logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილი: „ქართული მარში“ არის სუფთა რუსული ხელწერა... ესენი არიან ნომრიანი აგენტები
- +

12 ივლისი. 2017. 16:29



საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემაში „არჩევანი" 14 ივლისს დაგეგმილი „ქართული მარშის" შესახებ ისაუბრა. სააკაშვილის განცხადებით, აღნიშნული პროპაგანდა არის რუსული ხელწერა, მისი ორგანიზატორები კი აგენტები არიან, რომლებიც „ФСБ"-სგან იღებენ დავალებებს.


„ქართული მარში" არის სუფთა რუსული ხელწერა. გადათარგმნაც დაეზარათ, იქ არის „რუსული მარში", აქ არის „ქართული  მარში". ვიღაც ზის „ФСБ"-ში და ჩხირკნის ამ რაღაცეებს.

 

„ქართული მარშის" არსი არის ის, რომ არცერთი უცხოელი არ უნდა იყოს საქართველოში რუსის გარდა. დღეს საქართველოს ეკონომიკა დგას ერთადერთ რამეზე - ტურიზმი. ტურიზმი დგას უცხოელებზე და თუ გადავწყვეტთ, რომ უცხოელები მოვიშოროთ, მაშინ მოვხერხავთ იმ ტოტს, რომელზეც ვსხედვართ. ძალიან ვამაყობ იმით, რომ ასობით ათასი უკრაინელი, დასავლეთ-ევროპელი  ჩამოდის, ბევრი მდიდარი არაბი ჩამოდის... ჩამოვიდნენ, დატოვონ ფული, მაგრამ უნდა წაიღონ უკან, რომ იყვნენ მაგარ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობს ძალიან მაგარი ხალხი. იმისათვის, რომ ეს შთაბეჭდილება დარჩეს, ხალხი უნდა იყოს მაღალშემოსავლიანი და მდიდარი. ეს არის მთავარი, რისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ და არა იმაზე, რომ არავინ არ ჩამოვიდეს და კიდევ უფრო გავღარიბდეთ, კიდევ უფრო დამოკიდებული გავხდეთ ერთ ყოფილ იმპერიაზე და ვიყოთ ერთი ჩაგრული კოლონია, რომელსაც არავინ არ იკარებს, არავის აღარ აინტერესებს, ყველას ეშინია მათი და მარტო ერთს შეუძლია გაიგოს მათი გულის ნადები. ეს არის მთელი ეს პროგანდა. ასე რომ, „ქართული მარშის" დასახელება ნუ მოგატყუებთ. ესენი არიან ჩვეულებრივი ნომრიანი აგენტები, რომლებიც პირდაპირ იღებენ დავალებას ლუბიანკადან. ეს არის მოედანი, სადაც განლაგებულია „ФСБ", - განაცხადა სააკაშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner