logo_geo
eng_logo
თურქეთის რადიოსა და ტელევიზიის 34 ყოფილ თანამშრომელზე დაკავების ორდერი გაიცა
- +

12 ივლისი. 2017. 16:37



ანკარის პროკურატურამ თურქეთის რადიოსა და ტელევიზიის 34 ყოფილ თანამშრომელზე დაკავების ორდერი გასცა. მათ ბრალი ედებათ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირებში.


ანკარის პროკურატურაში აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილები ByLock-ის აპლიკაციას იყენებდნენ, რომლის მეშვეობითაც დაშიფრული მესიჯების გაცვლას ახდენდნენ სამხედრო გადატრიალების მცდელობისას.


აღსანიშნავია, რომ მობილური ტელეფონის ეს აპლიკაცია თურქეთის უშიშროებამ გატეხა, რის შედეგადაც მათთვის ცნობილი გახდა ათი ათასობით მომხმარებლის ვინაობა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან გიულენის ორგანიზაციასთან.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner