logo_geo
eng_logo
საქართველოს მთავრობის წევრებმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს
- +

9 აპრილი. 2016. 00:31


საქართველოს მთავრობის წევრებმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მემორიალი გვირგვინით შეამკეს.



საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველომ მიაღწია დიდ პროგრესს, მაგრამ 25 წლის შემდეგ ქვეყნის წინაშე კვლავ დგას ოკუპაციის საფრთხე.



9 აპრილი არის საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგიკული და ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ამ დღეს ჩაეყარა საფუძველი საქართველოს დამოუკიდებლობას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ 25 წლის განმავლობაში ვიბრძვით საქართველოს წარმატების მოპოვებისთვის და ევროპაში ინტეგრაციისთვის, ჩვენს წინაშე კვლავ დგას ოკუპაციის საფრთხე და საქართველოს ტერიტორიები კვლავ ოკუპირებულია. ჩვენ ისევ ვიბრძვით გათავისუფლებისთვის და, რაც მთავარია, ეს ბრძოლა არის მშვიდობიანი. ჩვენ მშვიდობიანი გზით აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს სუვერენული და თავისუფალი სახელმწიფო", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.


რუსთაველის გამზირზე 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალთან საქართველოს განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი იმყოფებოდნენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner