logo_geo
eng_logo
დღეს ნიკო გომელაური 47 წლის გახდებოდა
- +

12 ივლისი. 2017. 17:59



დღეს მსახიობი და პოეტი ნიკოლოზ (ნიკო) გომელაური 47 წლის გახდებოდა.


პოეტი 1970 წლის 12 ივლისს დაიბადა. 1992 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, მუშაობდა გრიბოედოვის თეატრსა და თავისუფალ თეატრში. იყო კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი.


2009 წელს მას აღმოუჩინეს ფილტვის კიბო, რის შედეგადაც  2010 წლის 13 აპრილს, 39 წლის ასაკში გარდაიცვალა.


გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე ნიკოს ფონდ „იავნანას" ღონისძიებაში უნდა მიეღო მონაწილეობა ნინო ქათამაძესთან ერთად, მაგრამ ავადმყოფობის გამო მისი ლექსები მისმა მეგობრებმა წაიკითხეს. ხოლო „იავნანას ფონდმა" მისი სახელით სამ მრავალშვილიან ოჯახს „თბილი სახლი" გადასცა. „მე მინდა მქონდეს თბილი სახლი" - ეს სლოგანი სწორედ ნიკო გომელაურს ეკუთვნის.

გადაღებულია ფილმებში: „ანემია", „უცხო", „ძვირფასო მ.", „იდიოტოკრატია", „ყველაფერი კარგად იქნება", „რენე მიდის ჰოლივუდში".


2011 წელს რეჟისორმა გიორგი ბერიძემ გადაიღო მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „ნიკო... აპლოდისმენტები", რომელიც ნიკო გომელაურის შემოქმედებას ეძღვნება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner