logo_geo
eng_logo
მალხაზ თოფურია: აიკრძალოს საცხოვრებელი სახლებიდან 500 მეტრის რადიუსში ბორდელები და სტრიპტიზ-ბარები!
- +

12 ივლისი. 2017. 18:25




ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


 

„ასეთი კანონი მოქმედებს საქართველოში - „სკოლის შენობასთან 100 მეტრის რადიუსში აკრძალულია თამბაქოს გაყიდვა". თქვენ წარმოიდგინეთ, მუშაობს და დიდი ჯარიმის შიშით, მართლა არ იყიდება ჯიხურებში, რაც მე შემხვედრია.

 

ალბათ, სრულიად უბრალო კანონია მისაღები პარლამენტის მიერ და ვეჭვობ, რომელიმე დეპუტატმა წინააღმდეგობა გაბედოს.

 

თუნდაც მის ბიზნეს „ინტერესებს" შეეხოს. აიკრძალოს 500 მეტრის რადიუსში საცხოვრებელი სახლებიდან ბორდელები პირდაპირი გაგებით ე.წ. „მასაჟები" (გარდა სამედიცონო დანიშნულებისა) და სტრიპტიზ ბარები... ახლა ვიღაც გამოხტება, „სტრიპტიზ ბარები" ტურისტებს იზიდავსო, არც ერთი ტურისტი საქართველოში სტრიპტიზ ბარისთვის არ ჩამოდის და თუ მაინცა და მაინც სექსუალური შეუკავებლობა დაემართა, გადაიხდის ტაქსში 10 ლარს და მიაშუროს იმ დასახლებიდან 500 მეტრით მოცილებულ „სამხიარულო" დაწესებულებებს, მგონი ამ უბრალო კანონით უცბად დარეგულირდება რუსთაველის და აღმაშენებლის საროსკიპოების ისტორიები, აღარ იქნება აღშფოთება, ქართველ ვაჟკაცებს საროსკიპოებში არ გვიშვებენ და ქართველი სკოლის მოსწავლე გოგონები ძალით შეჰყავთ... რა თქმა უნდა, იქნება მცდელობა უწყინარი ბარისა თუ კაფეს მიღმა ბუნაგების მოწყობის, აქ უკვე მარტივი პასუხია, მაშინ რაღად გვინდა ძალოვანი სტრუქტურები?" - წერს მალხაზ თოფურია. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner