logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: „დღეს დღეა ცრემლიანი სიხარულისა“...
- +

9 აპრილი. 2016. 00:41


არჩილ გამზარდია 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებსა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სიტყვებს იხსენებს:

 

"დღეს დღეა ცრემლიანი სიხარულისა", - მახსოვს, ეს ფრაზა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ 1991 წლის 9 აპრილს თქვა მიტინგზე გამოსულმა, როდესაც დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი გამოსცა. ამ დღეს 12 წლის ვიყავი და მე და ჩემი კლასელი სკოლიდან გამოპარულები ვიდექით მიტინგზე, კამერებს ვემალებოდით, საღამოს სახლში არ გაიგონო.

 

ასეც ჩამრჩა მეხსიერებაში - დიდი ტრაგედიისა და დიდი გამარჯვების, ცრემლისა და მილოცვის დღე 9 აპრილი.

 

მაშინ საოცრად ერთიანი იყო მთელი საქართველო, თითქოს ერთ ადამიანად ქცეული, ერთ არსად, ერთ სულად...

 

გავიდა სულ რაღაც არამდენიმე თვე და ამავე ადამიანებმა ერთმანეთი დახოცეს, ერთმანეთის სიძულვილი მას შემდეგ არ შეგვნელებია.

მტკივა და მიხარია 9 აპრილის გახსენება და მეამაყება... ასე მგონია, ჩვენი ხალხის გედის სიმღერა იყო და მას შემდეგ ერთიანობა მხოლოდ მოგონებებად დაგვრჩა, სიტყვა "სამშობლო" ირონიისა და ქილიკის საგნად, სიყვარული მოძველებულ მოდად და მას შემდეგ ვეღარც ერად დავრჩით, ვეღარც საზოგადოებად.

ღმერთმა მოიგონოს ყველა ეს ადამიანი, რომელმაც 1989 წლის 9 აპრილს სიკვდილით სიკვდილი დაამარცხა და იმ დღის გმირები, რომლებიც მოგვიანებით მიებარნენ ქართულ მიწას - მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner